,,ანაკლიიდან პირეოსამდე კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება და გააძლიერებს დასაქმებას, ვაჭრობას, განვითარებას”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. კონფერენცია „საქართველო-ევროპიდან ევროპამდე“ პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მან საქართველოს ევროპულ გზაზე და მიზნებზე ისაუბრა. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ის შემთხვევით არ იმყოფება საბერძნეთში და საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს სწორედ ათენი წარმოადგენს. კონფერენციის შემდეგ კი მთავრობის მეთაური ბერძენ კოლეგას შეხვდა. ალექსის ციპრასისგან გიორგი კვირიკაშვილმა პირადად მიიღო მილოცვა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრებმა გამოთქვეს მზაობა კიდევ უფრო გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირები. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი ათენიდან ბრიუსელში გაემგზავრება.