თეირანში ათასობით ადამიანი უკანასკნელ პატივს მიაგებს პრეზიდენტ რაისის ხსოვნას

22 მაისი 2024, 09:08 432 ნახვა

თეირანში პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისსა და მის თანმხლებ პირებთან გამოსამშვიდობებლად, რომლებიც აზერბაიჯანის საზღვართან ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაიღუპნენ, უამრავი  ადამიანი იკრიბება.  პრეზიდენტის ცხედარი თეირანის დიდ მოსალას მეჩეთშია დასვენებული.

ხუთშაბათს ებრაჰიმ რაისის, ირანის აღმოსავლეთში მდებარე  მის მშობლიურ ქალაქ მაშაჰდში დაკრძალავენ. პრეზიდენტის ავიაკატასტროფაში დაღუპვის ფაქტი ირანის სასულიერო ხელმძღვანელობასა და ზოგადად საზოგადოებას შორის გაღრმავებული კრიზისის დროს მოხდა. 

რაისის ცხედარი ავიაკატასტროფის მახლობლად მდებარე ქალაქ თავრიზიდან თეირანის აეროპორტში გადაასვენეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში