ბიუროს სხდომა

28 მარტი 2017, 00:00 2973 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ,,ქართული ოცნების” წევრი  დავით ბაციკაძე რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტში არსებული მუხლების ცვლილებას არ ემხრობა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ კანონმდებლების სახელმძღვანელო დოკუმენტი ძირეულ ცვლილებებს საჭიროებს. დავით ბაციკაძის პოზიცია უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტის წარდგენას მოჰყვა.  ასევე წარადგინეს კანონპროექტი “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტების”-შესახებ. ინიციატივის  მომხრე იყვნენ ბიუროს სხვა წევრებიც, თუმცა ისინი კონსტიტუციურ კანონში ცვლილებამდე ამის საჭიროებას ვერ ხედავენ, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ ცვლილებები კანონში რეგლამენტზეც აისახება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი