ბათუმელი მოფარიკავეების წარმატება

21 მაისი 2024, 10:05 514 ნახვა

ქუთაისის ფარიკაობის სკოლაში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი „თინეიჯერი რაპირისტები, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებთან ერთად სომხეთის მოფარიკავეებიც მონაწილეობდნენ.

კადეტ გოგონათა შორის ინდივიდუალურ პირველობაში ჩემპიონის ტიტული ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენმა ანანო ჯინჭარაძემ მოიპოვა, რომელიც ზაფხულში ვენეციაში ორკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრება და ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება.

ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში გამართულ „აფხაზეთის თასზე“ 10 წლამდე რაპირისტთა შორის, ასევე წარმატებით იასპარეზა სპორტის სასახლის კიდევ ერთმა აღსაზრდელმა ემილი მსხილაძემ, რომელმაც თავისთვის სადებიუტო ტურნირზე ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი