ავარია ქობულეთში - ავტომობილში მეთორმეტე კლასის მოსწავლეები იმყოფებოდნენ

20 მაისი 2024, 15:22 3867 ნახვა

ბათუმი-ქობულეთის გზაზე ავარია მოხდა. ავტომობილში  ბათუმის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები ისხდნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა მხოლოდ ავტომობილები.

როგორც მოსწავლეები ამბობენ, ისინი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ, რა დროსაც მათი ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ მანქანას შეეჯახა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

ადგილზე შსს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან. გზის სავალი ნაწილი ცალმხრივადაა გადაკეტილი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი