საოკუპაციო ძალების მიერ, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 8 წელი გავიდა.
გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ქართულმა მართლმსაჯულებამ ის დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში და 14 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. საქართველომ რაშიდ კანჯი ოღლი საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა.
2023 წელს სტრასბურგის სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. სასამართლომ რუსეთს მოკლულის ოჯახისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა, ხოლო, ხარჯების ასანაზღაურებლად 9 265 ევრო დააკისრა.