„არსიანის“ კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა

19 მაისი 2024, 11:26 437 ნახვა

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ “არსიანის“ კონცერტი გაიმართა ბათუმის საზაფხულო თეატრში.

კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, საათზე მეტხანს გაგრძელდა და მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ანსამბლმა ახალი პროგრამა წარადგინა, მათ შორის  განახლებულ რეპერტუარში იყო 6 სრულიად ახალი ქორეოგრაფიული დადგმა და მუსიკალური ნომერი. აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “არსიანი“ ახალი პროგრამით გასტროლებზე მიემგზავრება.

ანსამბლი ზაფხულის დასაწყისში ევროპაში გამართავს კონცერტებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი