გზა უვიზომდე

28 მარტი 2017, 00:00 1492 ნახვა

საქართველო-ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 2012 წლის  ივნისში დაიწყო, 2013 წლის 25 თებერვალს ქართულ მხარეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა, რომელიც  შეიცავდა მოთხოვნებს, რომლებიც საქართველოს  უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის უნდა შეესრულებინა. 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიამ დადებითად შეაფასა სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და დადებითი რეკომენდაცია გამოაქვეყნა, ამის შემდეგ კი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი დადებითად ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომაც გადაწყვიტეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი