დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები. ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი, სხვადასხვა თაობის იურისტები დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„რაც შეეხება ჩვენს კონსტუქციულ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, მან უარით და დესტრუქციით უპასუხა!
„ნაცების“, მდიდარი „ენჯეოებისა“ და მათი დავალების მიმცემების ყალბი პროექტი გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ – „არა რუსულ კანონს“ ჩავარდა!“, – წერს მამუკა მდინარაძე.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დაადო.