გამოჩნდა, თუ სად დგას ჩვენი ხალხი, სად დგას ქართული საზოგადოება - ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახის სიწმინდის დღეზე

18 მაისი 2024, 13:05 349 ნახვა

მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი პატრიარქისადმი, რომელმაც ოჯახის სიწმინდის დღე შემოიტანა. ამით გამოჩნდა, თუ სად დგას ჩვენი ხალხი, სად დგას ქართული საზოგადოება, როგორ ღირებულებებსა და ფესვებზე არის დამოკიდებული ჩვენი ხალხის მდგრადობა, სიძლიერე და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სიძლიერე, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„დღეს კარგი შეხვედრა მქონდა რუსთავში, შევხვდით ქვემო ქართლის პარტიის აქტივს. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მიმდინარე მოვლენებზე. მთავარი განსახილველი თემა იყო მოახლოებული არჩევნები. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს ძალიან ძლიერად, რომ ძლიერი შედეგი დავდოთ ამ არჩევნებზე. ეს იყო მთავარი თემები.

ასევე ჩემი ინფორმაცია გავუზიარე და ჩემი ანალიზი წარვუდგინე საზოგადოებას, ჩვენს პარტიას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხალხი ძალიან სწორად აფასებს მოვლენებს. მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი პატრიარქისადმი, რომელმაც ეს ინიციატივა დაამკვიდრა და ოჯახის სიწმინდის დღე შემოიტანა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამით გამოჩნდა, თუ სად დგას ჩვენი ხალხი, სად დგას ქართული საზოგადოება, როგორ ღირებულებებსა და ფესვებზე არის დამოკიდებული ჩვენი ხალხის მდგრადობა, სიძლიერე და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. შემთხვევითი არ იყო ის, რომ ოჯახის სიწმინდის იდეამ გააერთიანა მთელი საზოგადოება. ამიტომ, მე, კიდევ ერთხელ, მივესალმები გუშინდელ დღეს და კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო პატრიარქს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნული ინიციატივისთვის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი