გამჭვირვალობის შესახებ კანონის ძალაში შესვლამდე წინ ვენეციის კომისიის დასკვნა და პრეზიდენტის მიერ დაანონსებული ვეტოა, რომლის უფლების გამოყენებას ამჯერადაც გეგმავს სალომე ზურაბიშვილი. მან ამის შესახებ ისაუბრა ასოშიეითიდ პრეს-თან ინტერვიუში.
სალომე ზურაბიშვილმა უცხოურ მედიასთანაც გაიმეორა, რომ კანონი მიუღებელია, მოდიფიცირებას არ ექვემდებარება, და რომ აუცილებლად ვეტოს უფლებას გამოიყენებს.
დაამატა, ისიც რომ ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს.