სლოვაკეთის პრემიერ მინისტრის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება

16 მაისი 2024, 10:50 398 ნახვა

სლოვაკეთის პრემიერ მინისტრის რობერტ ფიცოს მდგომარეობა დასტაბილურდა და ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.  

59 წლის ფიცო ჰოსპიტალიზებულია ბანსკა ბისტრიცაში რუზველტის სახელობის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში, რომელსაც პოლიცია იცავს.

თავდამსხმელმა ფიცოს 5-ჯერ ესროლა,  პრემიერ მინისტრი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და  რამდენიმე საათის შემდეგ ოპერაცია გაუკეთეს.

თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში