ვარშანიძის ქუჩაზე ხიდის მოწყობის სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება - ბათუმის მერია

15 მაისი 2024, 13:09 408 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ვარშანიძის ქუჩაზე, #182-184-ის მიმდებარედ, ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია გენერალ ასლან აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების, ან ხახულის მეორე შესახვევის გავლით.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს უნდა დასრულდეს.

"ვარშანიძის ქუჩაზე, #182-184-ის მიმდებარედ, ხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ხიდის მოწყობა ხახულისა და ვარშანიძის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

ამ ეტაპზე, ვარშანიძის ქუჩაზე უკვე დასრულებულია 14 ხიდის მოწყობა და დაგეგმილია კიდევ ერთი ხიდის მშენებლობა. ხახულის ქუჩაზე კი, დასრულდა ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა არხის ერთ მხარს და სამუშაოები დაწყებულია მეორე მხარეს.

ხიდის მოწყობის სამუშაოების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია გენერალ ასლან აბაშიძისა და ლეონიძის ქუჩების, ან ხახულის მეორე შესახვევის გავლით. სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოს უნდა დასრულდეს"- აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი