30 წელზე მეტია ამერიკა არის საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას - ო'ბრაიენი

14 მაისი 2024, 20:51 332 ნახვა

30 წელზე მეტია ამერიკა არის საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას. განსაკუთრებით ვაფასებთ, საქართველოს  გადაწყვეტილებას დაუახლოვდეს ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფოს მდივნის თანაშემწემ თბილისში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მიხარია რომ დღეს აქ ვიმყოფები, ახლახან დავასრულე შეხვედრები, შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის სპიკერს, სამოქალქო საზოგადოებას, ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩვენ ამერიკელები და ამერიკა ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობას და სტრატეგიულ პარტნიორობას. ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებების შედეგად, გვაინტერესებდა ეს სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობა გაზიარებული არის თუ არა კიდევ საქართველოს მიერ. მოგეხსენებათ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მრავალ წელს ითვლის და 1992 წლიდან მოყოლებული ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ. განვახორციელეთ დახმარება 6 მილიარდი დოლარის ოდენობით და ეს შეეხებოდა ბევრ სხვადასხვა მიმართულებას, ქვეყნის განვითარებას, თავდაცვას, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების განვითარებას და ა.შ. 

30 წელზე მეტია, ამერიკა საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორია და იმედი გვაქვს, რომ ამ პარტნიორობას გავაგრძელებთ. განსაკუთრებით ვაფასებთ  საქართველოს გადაწყვეტილებას, დაუახლოვდეს ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ გაერთიანებას. "ქართული ოცნების" ხელისუფლების პერიოდში საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირდა საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ვიდექით და ვდგავართ საქართველოს გვერდით, მათ შორის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და ვამაყობთ, რომ გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა და დახმარება საქართველოს მომავალ გზაზე," - განაცხადა  ჯიმ ო"ბრაიენი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი