უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგს შორის ფრონტზე 148 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

14 მაისი 2024, 10:22 277 ნახვა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ღამით, თავდაცვის ძალებმა ხარკოვის მიმართულებით მტრის 13 თავდასხმა მოიგერიეს. მათივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 148 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს.

ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-ის ტიპის 18 დრონი და ერთი „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა დრონები კიევის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ხმელნიცკის ოლქებში გაანადგურეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი