აქცია პარლამენტთან

13 მაისი 2024, 14:01 276 ნახვა

თბილისში კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები არ წყდება. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ძირითადად სტუდენტები არიან შეკრებილები.

რუსთაველის გამზირი ისევ გადაკეტილი აქვთ მოქალაქეებს. ახალგაზრდები პარლამენტთან აქციას დღეს, 19 საათზეც გეგმავენ. ისინი ჯერ რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი პარლამენტის შენობისკენ გაემართებიან.

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება, გუშინ საღამოს 10 საათიდან დაიწყეს, ამ დროის განმავლობაში ვითარება პარლამენტთან რამდენჯერმე დაიძაბა, აქციის მონაწილეები მოქალაქეებს საჯარო პროტესტისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი