იურიდიულმა კომიტეტმა სადავო კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

13 მაისი 2024, 10:09 292 ნახვა

ოპოზიციის განცხადებით,  ახლა ქვეყნისთვის ისტორიული და გადამწყვეტი მომენტია, რაც ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. მათი თქმით, წინააღმდეგობა გაგრძელდება.

რაც შეეხება კანონპროექტის მოკლე დროში მიღებას, აღნიშნავენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ შიშს და მათ განზრახულობას აჩვენებს.

საპარლამენტო უმცირესობაში განცხადებით, გართულებული პროცედურების გამო, მათ ვერ მოახერხეს სხდომაზე დასწრება, რასაც უარყოფს უმრავლესობა. მათი თქმით, ოპოზიცია სხდომას განზრახ არ დაესწრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში