ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტთა ნაწილი პროტესტს უერთდება და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაზე უარს აცხადებს. სტუდენტებმა აღნიშნულის შესახებ სპეციალური განცხადებაც გააკეთეს.
“ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ვუერთდებით პროტესტს და უარს ვაცხადებთ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაზე.
ეს აქტი არის მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებასთან, რომ უნდა გაიწვიონ რუსული კანონი და შეწყვიტონ ძალის გამოყენება აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას სიტყვის და აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
რუსული კანონი აფერხებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას, რასაც ქართველი ხალხი არ დაუშვებს.
მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორებსა და ადმინისტრაციას გააკეთონ ისტორიულად სწორი არჩევანი და დადგნენ ჩვენს გვერდით, ჩვენი და მათი შვილების მომავლისთვის.
კი ევროპას, არა რუსულ კანონს,” - წერია სტუდენტების მიმართვაში.