"გავათენოთ საქართველოსთვის" - ამ წუთებში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მშვიდი ვითარებაა

13 მაისი 2024, 01:01 466 ნახვა

"გავათენოთ საქართველოსთვის" - პარლამენტთან მიმდინარე პროტესტი, ამ წუთებში, მშვიდ ვითარებაში გრძელდება.

აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ საძილე ტომრები, აირწინაღები და დამცავი სათვალეები.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მიზანია, 13 მაისს, დილით, დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობა არ მისცენ და ითხოვენ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი, უკან იქნას გაწვეული.

პარლამენტის შესასვლელებთან საპოლიციო ძალები არიან განლაგებული.

 

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი