„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან იკრიბებიან

12 მაისი 2024, 21:51 449 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან.

მოქალაქეები, დღეს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოზუნგით - „გავათენოთ საქართველოსთვის“ დილამდე დარჩენას გეგმავენ.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მიზანია, 13 მაისს, დილით დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობა არ მისცენ.

მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ საძილე ტომრები, აირწინაღები და დამცავი სათვალეები.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. 

პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრები სამართალდამცავებმა რკინის ჯებირებით გაამაგრეს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი