„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მესამე მოსმენით ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ, სამშაბათს კი პლენარულ სხდომაზე.
ამ ორი დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ოპოზიცია ძალადობრივ ქმედებებს გეგმავს.
ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის ოპონენტებს მოუწოდა არ დაარღვიონ კანონი წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებიან. პრემიერმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და სოციალური კვლევის შედეგები მოიყვანა.