მწერალი და პოეტი მარინა თექთუმანიძე სტუმრობდა აჭარის მწერალთა სახლს. მან ერთგულ მსმენელსა და მკითხველს საკუთარი შემოქმედებიდან გამორჩეული ლექსები წაუკითხა.
პოეტი მარინა თექთუმანიძე არაერთი კრებულის ავტორია მისი ლექსები 4 ენაზეა ნათარგმნი და გამოცემული.
ცნობილი პოეტი ბათუმში ავტორთა საინიციატივო ჯგუფის მოწვევით იმყოფებოდა.
როგორც საღამოს ორგანიზატორი ნინო კახიძე ამბობს, ბათუმელ მკითხველს მომავალშიც ექნება საშუალება საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გამორჩეულ ავტორებს შეხვდნენ.