ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული შვეიცარია გახდა

12 მაისი 2024, 09:01 303 ნახვა

ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული 591 ქულით შვეიცარიის  წარმომადგენელი Nemo გახდა, სიმღერით, The Code. ის გახდა, როგორც მაყურებლის, ასევე, ჯამურად 37 ქვეყნის ეროვნული ჟიურის ფავორიტი. Nemo-ს მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმაც.

ევროვიზიის ფინალში, რომელშიც 25 შემსრულებელი მონაწილეობდა, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად გავიდა საქართველოს წარმომადგენელი.

ფინალურ კონცერტზე კი ნუცა ბუზალაძემ, 34 ქულით 21-ე ადგილი დაიკავა.

მომავალი წლის ევროვიზია გამარჯვებულის ქვეყანაში შვეიცარიაში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი