ამერიკელი კონგრესმენების გზავნილი

11 მაისი 2024, 20:05 415 ნახვა

სენატორების შემდეგ კრიტიკულ ღია წერილს პრემიერს ახლა უკვე ამერიკელი კონგრესმენები უგზავნიან. ისინი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს რუსულის ანალოგად მოიხსენიებენ და დოკუმენტის გაწვევას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკაში აცხადებენ, რომ საქართველოსთან ურთიერთობები გადაიხედება.

კონგრესმენების წერილს შეფასებები მოჰყვა საქართველში. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ქვეყნის იზოლაციას ცდილობს და საერთაშორისო დასავლელ პარტნიორებს შორდება. ისინი კონგრესმენების მსგავსად ითხოვენ, რომ კანონპროექტი კანონად არ იქცეს და ''ოცნებამ'' უკან გაიწვიოს. 

''ქართულ ოცნებაში'' კი უარგუმენტო კრიტიკას არ იღებენ და მიაჩნიათ, რომ დასავლეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი