მზადება  ტურისტული  სეზონისთვის

27 მარტი 2017, 00:00 3608 ნახვა

საიმიჯო კლიპები ქვეყნის პოპულარიზაციისთვის. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 14 მიზნობრივი ქვეყანა შეარჩია, რომლებშიც მოახლოებულ ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით  მათი ჩვენება მოხდება. შერჩეული 14 დან 4 ქვეყნის მაუწყებელში განთავსდება ვიდეო რგოლები, რომლისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.  ამავე კამპანიის ფარგლებში დაიწყო ქვეყნის შესახებ  ინტერნეტმანკერტინგიც. საუბარია გუგლისა და იუთუბის   ათვისებაზე, სადაც ტურისტული კლიპები და სურათები განთავსდება. ამისთვის კი 3 მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება.   ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ წელს დაგეგმილი აქტივობის შედეგად  6 მილიონამდე ტურისტული ჩამოვა. ქვეყნის უკეთ გაცნობის მიზნით აღნიშნული პიარ კამპანია ევროპულ ქვეყნებში ასევე არაბეთის გაერთიანებული საემიროშიც მოხდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი