გვითხრან, რომ მარტო სახელშია პრობლემა, დავთანხმდებით. მთავარია, ვიღაცამ გვაღირსოს ერთი კონკრეტული შენიშვნა ამ კანონთან დაკავშირებით - პრემიერის პასუხი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვაზე

11 მაისი 2024, 00:58 290 ნახვა

იურიდიული ტექნიკის კუთხითაც და ყველანაირად, ერთადერთი ალტერნატივა არის ის, რომ ცალკე კანონით მოაწესრიგო ეს საკითხი, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის, ვახო ხუზმიაშვილის კითხვას, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში აღელვებულია ერთი მხარეც, მეორე მხარეც. ვისაც უნდათ, რომ მიიღოთ ეს კანონი ისინიც ღელავენ, ისინიც ღელავენ, ვინც აპროტესტებს. ფაქტია, რომ რაღაცნაირად უნდა დაცხრეს ეს მდგომარეობა და პირდაპირი მოვალეობაა ხელისუფლების რომ ეს მოხდეს. რესპონდენტებს ხშირად უთქვამთ, რომ თუ გამჭვირვალობაზეა საუბარი, შეეძლოთ, პირდაპირ მიეღოთ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები და იქ გაემკაცრებინათ თუ რამე იყო ჩასასწორებელი, გასამკაცრებელი. რატომ ვერ მოხერხდა ეს და ერთ პროცენტს, მაინც თუ ტოვებთ იმისას, რომ უკან გაიწვიოთ ეს კანონპროექტი?

ირაკლი კობახიძის თქმით, მათ, ვინც აპროტესტებენ "გამჭვირვალობის კანონს" თუ ეს მუხლები მოსწონთ და უბრალოდ ამბობენ, რომ გადაიტანეთ საგადასახადოში ან გრანტების კანონში, მაშინ, მუხლები წესრიგში ყოფილა.

"რაც შეეხება გრანტების შესახებ კანონს, საგადასახადოს  და ა.შ. თვისი შინაარსით, არ განეკუთვნება ეს რეგულაციები, თავისი ერთობლიობით, ამ კონკრეტულ კანონებს. ერთი რომ, დაფინანსება შეიძლება არ იყოს საგრანტო და გრანტების კანონში ამიტომ ვერ ჩაწერ, თუ გრანტსაც ეხება და არა გრანტსაც. ეს ერთი, საგადასახადო [კანონი] საერთოდ არ ეხება, ანუ საგადასახადო მიზანი საერთოდ არ აქვს ამ კონკრეტულ კანონს. ამიტომ, იურიდიული ტექნიკის კუთხითაც და ყველანაირად, ერთადერთი ალტერნატივა არის ის, რომ ცალკე კანონით მოაწესრიგო ეს საკითხი. თვისებრივად, ახალი ურთიერთობები წესრიგდება, რომელსაც ასეთი შემხებლობა არცერთ სხვა მოქმედ კანონთან არ აქვს ანუ კომპლექსურად არ ჯდება არცერთ სხვა კანონში და მაგას, რომ თავი დავანებოთ, ეს ხომ რაღაც აჩემებას ჰგავს, რომ გაქვს მუხლების ერთობლიობა, ცალკე კანონად იღებ და რატომ უნდა გადასვა ეს ყველა კანონი? რა იცვლება? აი, ეს ხომ მართლა აჩემებასავით არის, რომ ყველა ეს მუხლი აიღე და გადასვი საგადასახადო კოდექსში და ამით, ეს "რუსული კანონი" გახდება უცბად აფრიკული, თუ ამერიკული, თუ სადაური? იმ დონეზე არ აქვთ არგუმენტები, რომ ასეთი სპეკულაციური განცხადებებით გამოირჩევიან. ამიტომ, ეს  სინამდვილეში არაფერს ცვლის, საერთოდ.

 

ანუ, მაშინ, გამოდის რომ მუხლებზე შინიშვნა აღარ ჰქონიათ. ანუ, თუ ეს მუხლები მოსწონთ და უბრალოდ ამბობენ, რომ გადაიტანეთ საგადასახადოში ან გრანტების კანონში, მაშინ, მუხლები წესრიგში ყოფილა. ანუ, ამ დონეზე აფსურდში არიან შესული. სინამდვილეში არის ჩვეულებრივი აფსურდი რასაც გვეუბნებიან, როცა კანონში წერია ერთადერთი რამ, რომ წელიწადში ერთხელ უნდა დაადეკლარირო შენი ფინანსები, აქ, უბრალოდ შენიშვნა, ობიექტური შენიშვნა ვერ გექნება. ამიტომ, არის ასე, რომ ვისმენთ, მხოლოდ, ზოგად განცხადებებს. ჩანს, რომ სინამდვილეში, კანონი არის ძალიან კარგი, მაგრამ, ვიღაცეებს აღელვებთ გამჭვირვალობა," - განაცხადა პრემიერმა.

ვახო ხუზმიაშვილის კითხვაზე: კანონის სახელი რომ არ იყოს ასეთი და გაამკაცროთ სხვანაირად? პრემიერმა უპასუხა:

"გვითხრან, რომ მარტო სახელშია პრობლემა, დავთანხმდებით - გვითხრან რომ მარტო სახელშია პრობლემა. მთავარია, ვიღაცამ გვაღირსოს ერთი კონკრეტული შენიშვნა ამ კანონთან დაკავშირებით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი