გადატრიალდნენ და გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში, თავი დაანებონ პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს - ვახტანგ გომელაური

09 მაისი 2024, 11:08 347 ნახვა

გაჟღერებული ინფორმაციის ნახევარი პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რასაც აკეთებდნენ, საუბრები, გადატრიალებები, გადმოვარდნა, გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში თუ უნდათ, დაანებონ თავი პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

ვახტანგ გომელაურის განმარტებით, პოლიცია აქციებზე კანონის ფარგლებში მოქმედებს.

„გაჟღერებული ინფორმაციის ნახევარი პირდაპირ ეთერებში ვნახეთ, რასაც აკეთებდნენ, საუბრები, გადატრიალებები, გადმოვარდნა, გადატრიალდნენ, გადმოტრიალდნენ თავიანთ ოფისებში თუ უნდათ, დაანებონ თავი პარლამენტს და სახელმწიფო უწყებების შენობებს.

ვნახეთ, ახალგაზრდებმა პარლამენტთან კარები, კამერები დაამტვრიეს, ცეცხლი დაანთეს. ერთი პოლიციელიც არ გამოსულა, რომ არ მომხდარიყო  შეტაკება და ეს ბავშვები არ დაშავებულიყვნენ, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ. მეორე დილით ვნახეთ ელჩების და მათი ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები, რომ არაპროპორციული ძალა გამოიყენა პოლიციამ, რაც სასაცილოა. შავზე გვეუბნებიან, რომ თეთრია და სამწუხაროა“, – განაცხადა გომელაურმა.

გომელაურის თქმით, მაშინ, როდესაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ცეცხლი დაანთეს, კამერები და კარები დააზიანეს, პოლიციელები არ გასულან ადგილზე, რადგან შეტაკება არ მომხდარიყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი