ვფიქრობ, აქციის ორგანიზატორებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ პარტნიორებს, რომ კანადა იხსნან გარდაუვალი გარუსებისგან - მდინარაძე კანადაში ინიციირებულ „უცხოური აგენტების რეესტრის“ კანონპროექტზე

07 მაისი 2024, 18:56 426 ნახვა

ეს ძალიან ცუდი ამბავი რომ არ დაგვწეოდა, დღეს მეტი პოსტის დაწერას ნამდვილად აღარ ვაპირებდი.
კანადაში არა თუ უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებს, არამედ პირდაპირ აგენტებს უწოდებენ! - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში, რითაც ეხმიანება კანადის მთავრობის ინიციატივას „უცხოური აგენტების რეესტრის” შექმნის შესახებ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა პარტნიორებსაც უნდა მიმართონ, რათა კანადა გარუსებისგან იხსნან.

"ეს ძალიან ცუდი ამბავი რომ არ დაგვწეოდა, დღეს მეტი პოსტის დაწერას ნამდვილად აღარ ვაპირებდი. კანადაში არა თუ უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლებს, არამედ პირდაპირ აგენტებს უწოდებენ!.. ვფიქრობ, აქციის ორგანიზატორებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ პარტნიორებს, რომ კანადა იხსნან გარდაუვალი გარუსებისგან! რა გამჭვირვალობა და საგარეო ჩარევები, ამისი გატარება ნამდვილად არ შეიძლება", - წერს მდინარაძე.

ცოტა ხნის წინ, კანადის მთავრობამ წარადგინა კანონპროექტი, რომელიც უცხოელ აგენტთა რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი