ირაკლი ჩიქოვანი სააღდგომო ლიტურგიას ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაესწრო

05 მაისი 2024, 12:28 425 ნახვა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სააღდგომო ლიტურგიას ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დაესწრო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა ადგილობრივებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

"საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ზუგდიდელებს თანადგომა აღუთქვა და განაცხადა, რომ ნებისმიერი პოზიციიდან, ზუგდიდის და ზუგდიდელების მხარდამჭერი და ხმა იქნება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სააღდგომო ლიტურგიას ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთად დაესწრო. სადღესასწაულო წირვა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თავდაცვის მინისტრობამდე, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს პარლამენტში ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი