დაჯარიმებული მოქალაქე დახმარებას ითხოვს

24 მაისი 2016, 00:00 5009 ნახვა

მდინარე აჭარისწყლის კალაპოტიდან, ინერტული მასალის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, გარემოს დაცვის სამინისტრომ, სოფელ კვაშტაში მცხოვრები მემედ გათენაძე დააჯარიმა. გათენაძე სასამართლომ გუშინ გაამართლა და საჯარიმო სანქცია არ გადაუხდია, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას სთხოვს. საკითხს ქედის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გამოეხმაურა. ვაჟა ბოლქვაძე  ხელისუფლებას მოქალაქეების უყურადღებობაში ადანაშაულებს. ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ ქედის გამგეობაში. გამგებლის მოადგილის გურამ ბერიძის განცხადებით, მოქალაქეს დახმარების თხოვნით თვითმართველობისთვის არ მიუმართავს, თუმცა გამგეობას აღნიშნული კატეგორიის ოჯახის დასახმარებლად პროგრამა არ აქვს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში