ენმ ხაბეიშვილზე თავდამსხმელების დასჯას ითხოვს 

04 მაისი 2024, 17:58 413 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ცემაში მონაწილე პირებისა და ორგანიზატორების დასჯას მოითხოვენ. პარტიის წევრები ამბობენ, რომ უნდა გასაჯაროვდეს არსებული ვიდეომასალები, რომლებიც კონკრეტული პირის იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა.

ლევან ხაბეიშვილის ცემის ორგანიზებაში „ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ პირებს სდებს ბრალს.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ინგოროყვას კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა. შს სამინისტროს განცხადებით, ხაბეიშვილი პოლიციელებს უპირისპირდებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი