პროტესტი გრძელდება

03 მაისი 2024, 17:50 355 ნახვა

პროტესტი გრძელდება - არა რუსულ რეჟიმს! - ამ ლოზუნგის გარშემო და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გაერთიანებული მოქალაქეები პარლამენტთან დღესაც შეიკრიბებიან. ცნობილია პროტესტის მეორე ლოკაციაც.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ სასტუმროში ხელისუფლების წარმომადგენლებს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა აქვთ ჩანიშნული.

პროტესტის მონაწილეები სწორედ ამ ლოკაციაზე აპირებენ შეხვედრის მონაწილეებს დისკომფორტი შეუქმნან და „ქართულ ოცნებას“ პროტესტის ხმა გააგონონ.

ოპოზიციურ პარტიებში აცხადებენ, რომ წინააღმდეგობა ყოველდღიურ რეჟიმში იქნება, თუმცა დიდი შეკრება 11 მაისს დაანონსდა. ყველაფერზე კი, რაც პროტესტის ფარგლებში ხდება, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი