პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე

03 მაისი 2024, 12:05 303 ნახვა

პრესის თავისუფლების კუთხით საქართველომ  77-ე ადგილიდან 103-ზე გადაინაცვლა.  საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც  საქართველოს  მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა. საუბარია, გასულ, 2023 წელზე.

ორგანიზაცია  წერს, რომ  დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო რჩება მტრული, იზრდება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების რიცხვი. ნათქვამია, ასევე, რომ 2020 წლის ოქტომბრის  საკანონმდებლო არჩევნების შემდეგ ქვეყანა  ახალ და სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის.  ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მედიაგარემო  მრავალფეროვანი, თუმცა პოლარიზებულია და სარედაქციო პოლიტიკას მედიამფლობელები აკონტროლებენ.  

ხელისუფლება კი ხშირად მათდამი კრიტიკულად განწყობილი მედიის კითხვებს  არ პასუხობს და ზოგჯერ მათ წინააღმდეგ მიმართავს ცენზურას, ცილისწამებისა და დაშინების კამპანიებს - წერს საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია. 

"მთავრობას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი ნაბიჯია წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე.

წინა რეფორმებისგან განსხვავებით, რომელიც აძლიერებდა პლურალიზმისა და გამჭვირვალობას მედიაში, ხელისუფლებამ ნათლად აჩვენა თავისი მიზანი, გააკონტროლოს დამოუკიდებელი რადიოსადგურები და სატელევიზიო ქსელები ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონის რეფორმის გზით -  ნათქვამია  "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"  ანგარიშში. 3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი