ევროპარლამენტარების გამოხმაურება

03 მაისი 2024, 13:24 363 ნახვა

ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ  - ამის შესახებ ევროპარლამენტარების დევიდ მაკალისტერის, სვენ მიქსერისა და მარინა კალიურანდის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს.  

ერთობლივი განცხადებით  ისინი  საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი