აქციაზე დაკავებულები სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს

01 მაისი 2024, 14:10 325 ნახვა

აქციაზე დაკავებულები  თბილისში დიღმისა და ავჭალის, ასევე ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან. ისინი მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა. ამის შესახებ აღნიშნულია ლევან იოსელიანის განცხადებაში.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ ყველა იმ პირზე, ვინც მიუთითა არასათანადო მოპყრობაზე ან ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

რაც შეეხება გუშინ პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს,  სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დაუშვებელია სპეციალური საშუალებების  მათ შორის ე.წ. წიწაკის სპრეის  დამიზნებით  სახეში გამოყენება და, რომ  დაუშვებელია ძალადობით იმოქმედოს პოლიციამ, როცა ამის საჭიროება არ არის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი