არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

01 მაისი 2024, 14:01 299 ნახვა

,,30 აპრილს და 1-ელი მაისის გამთენიისას  მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო“ - ნათქვამია   არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.     ისინი  1 მაისის ღამეს სამართლებრივად  აფასებენ. მათი  თქმით,   გამოყენებული ფიზიკური ძალა გაუტოლდა წამებას, არაადამიანურ დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა კვლავ შეკრების თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა“.   

რაც შეეხება ძალოვანი უწყების მიერ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს აქციის დასაშლელად,  მესამე სექტორის  განცხადებით გაფრთხილება არ უძღოდა წინ არცერთ მსგავს ქმედებას და რომ საპოლიციო ძალები დამიზნებით ისროდნენ ცრემლსადენი გაზის კაფსულებს.  აქციის დარბევისას მოქალაქეთა მიმართ არასათანადო მოპყრობას უსვამენ ხაზს და აცახდებენ,  რომ  სპეცრაზმელებმა სცემეს აქციაზე მყოფი არა ერთი პირი, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, მათ შორის, ახალგაზრდებს, ქალებს, ჟურნალისტებს და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. 

მიმართავენ  ქართულ ოცნებას“, უარი თქვან   კანონის მიღებაზე; სპეციალურმა  საგამოძიებო სამსახურმა  მოახდინოს მყისიერი რეაგირება, ხოლო   შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი