წარმატებით იასპარეზეს ზედიზედ ორ ტურნირზე ვაჟა თურმანიძის კიკბოქსინგის აკადემიის მებრძოლებმა. ახალქალაქში გამართულ საერთაშორისო შეჯიბრებაზე იუნიორთა შორის, რომელიც K1-ის ვერსიით ჩატარდა, საჩემპიონო ქამარი მოიპოვა ლიზი ჯაიანმა.
საქართველოს ტაიბოქსისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლაშა ჭურაძემ კი კარგი ბრძოლისთვის ნიკა მგელაძე ასევე საჩემპიონო ქამრით დააჯილდოვა. ახალქალაქის შემდეგ ბათუმელმა მებრძოლებმა ჩოხატაურის ღია პირველობაზე იასპარეზეს.
უმცროსი ასაკის სპორტსმენთა შორის ჩემპიონის ტიტულები საბა წითელაძემ, მათე დიმიტრაძემ, საბა შავაძემ, ლუკა ათაბაძემ და დემეტრე მოდებაძემ მოიპოვეს.
აკადემიის მებრძოლები ერევნის საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან, რომლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ.