უსაფრთხოების ნორმები

26 მარტი 2017, 00:00 1798 ნახვა

საქართველოს მთავრობა სამშენებლო მოთხოვნებს ამკაცრებს – დეველოპერები კი პროდუქტზე ფასების ზრდას უკვე პროგნოზირებენ. მშენებლების გათვლით ტექნიკური უსაფრთხოებისათვის დამატებითი ხარჯი საცხოვრებელი ფართის თვითღირებულებაზე აისახება, რაც ბინების გაძვირებას გამოიწვევს, თუმცა უძრავი ქონების ბაზარზე მკვეთრ რყევებს გამორიცხავენ. საქართველოს მთავრობის 41-ე დადგენილებით საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებზე – სამშენებლო ნებართვის გაცემა მკაცრდება. მშენებლებს სახანძრო უსაფრთხოებისთვის უწვადი სადენებისა და 1 დან ორ საათამდე ცეცხლგამძლე სამშენებლო მასალების გამოყენება მოუწევთ, გარდა ამისა სამ სართულზე მაღალ შენობას ორი კიბე მოეთხოვება – 37- მეტრზე ზემოთ კი კორპუსებს, დამატებით ორი ლიფტი უნდა ჰქონდეს. ახალი რეგულაციები ძალაში უკვე შევიდა რაც სამშენებლო ნებართვის მსურველთა რიცხვზეც აისახა. 

ამავე კატეგორიაში