დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურის ორი შეხვედრა გაიმართება. წყალტუბოს „სამგურალი“ ბათუმის „დინამო“ უმასპინძლებს, ფოთის „კოლხეთი“ კი სტუმრად „გაგრას“ დაუპირისპირდება.
ამ დროისთვის ზღვისპირული კლუბი სატურნირო ცხრილში 23 ქულით მესამე ადგილზეა, „სამგურალს“ კი 9 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზე იმყოფება.
„დინამოსა“ და „სამგურალის“ შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
რაც შეეხება „გაგრას“ და „კოლხეთის“ დაპირისპირებას, მატჩი 20:00 საათზე გაიმართება.