საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენებზე სააღდგომოდ დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

30 აპრილი 2024, 14:16 353 ნახვა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით რვა ავიარეისს ნიშნავს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 2-8 მაისის პერიოდში შესრულდება შემდეგი განრიგით:

„2 მაისი: ნატახტარი – ამბროლაური გაფრენა -17:00 საათზე, ამბროლაური – ნატახტარი გაფრენა -18:15 საათზე;

3 მაისი:ნატახტარი – მესტია, გაფრენა- 16:30 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა – 18:15საათზე;

6 მაისი: ნატახტარი -ამბროლაური, გაფრენა – 17:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა – 18:15საათზე;

8 მაისი: ნატახტარი – მესტია გაფრენა- 16:15 საათზე, მესტია – ნატახტარი გაფრენა 18:15საათზე.

შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით – 90 ლარი, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი