რუსულმა ძალებმა ოდესა დაბომბეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.
დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და სასწავლო დაწესებულება. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 5 და დაშავდა 28 ადამიანი.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 115 სამხედრო შეტაკება მოხდა. მათივე განმარტებით, რუსეთის თავდასხმების უმეტესობა ბახმუტის, ავდეევსკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით განხორციელდა.
”საერთო ჯამში, მტერმა განახორციელა 5 სარაკეტო და 47 საჰაერო დარტყმა, 90 თავდასხმა განახორციელა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ჩვენი ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.
ამავდროულად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა დარტყმები განახორციელეს 5 ადგილზე, სადაც რუსი პერსონალი იყო თავმოყრილი.