ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილს ბოთლი ესროლა - კომიტეტის სხდომა რამდენიმე დეპუტატმა პროტესტის ნიშნად დატოვა

29 აპრილი 2024, 15:30 346 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გურამ მაჭარაშვილი და ხატია დეკანოიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მათ შორის დაპირისპირება ანრი ოხანაშვილის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხატია დეკანოიძემ რეგლამენტი დაარღვია და სხდომა უნდა დაეტოვებინა.

დეკანოიძემ უმრავლესობის წევრებს „რუსები“ და „არარაობები“ უწოდა. მის ამ რეპლიკას გურამ მაჭარაშვილის პროტესტი მოჰყვა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ხატია დეკანოიძემ გურამ მაჭარაშვილის ბოთლი ესროლა.

მოგვიანებით, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, იაგო ხვიჩიამ და გიორგი გოდაბრელიძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს.

როგორც იაგო ხვიჩიამ განაცხადა, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეპუტატებს კითხვების დასმის საშუალებას არ აძლევს, რითაც პარლამენტი თავის შინაარსს კარგავს. მისივე თქმით, დეპუტატებს კითხვის დასმის საშუალება მისი შინაარსის გამო ეზღუდებათ, რაც დაუშვებელია.

მანამდე სხდომაზე ერთმანეთს უმრავლესობის წევრი მაია ბითაძე და ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან ხაბეიშვილიც დაუპირისპირდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი