სპეცდანიშნულების რაზმმა თავისუფლების მოედანი დატოვა. ამ დროისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოხსნილია.
თავისუფლების მოედანზე, ჯერჯერობით, რჩებიან სხვა საპოლიციო ძალების წარმომადგენლები.
ამ დროისთვის, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები, მხოლოდ, ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე რჩებიან.
პოლიციაა მობილიზებული სცენასთან, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ, ხვალ, დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებითაა დამონტაჟებული.
პარლამენტის მიმდებარედ რჩება, ასევე, წყლის ჭავლის მანქანა.