პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, საკანონმდებლო ორგანოს წინ, „ქართული ოცნების“ მიერ, 29 აპრილს დააანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით დამონტაჟებულ სცენასთან მისვლა სცადეს. გაარღვიეს ჯებირები, რის გამოც პარლამენტთან ვითარება დაიძაბა.
სცენის სიახლოვეს მობილიზებული არიან სამართალდამცველები, რომლებიც პროტესტის მონაწილეებს კორდონის გარღვევის საშუალებას არ აძლევდნენ.
ამასთან, აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთი ისროლეს.
პროტესტის მონაწილეები თავდაპირველად რესპუბლიკის მოედანზე იყვნენ შეკრებილი, რის შემდეგაც მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.