ინციდენტი ბათუმში

25 მარტი 2017, 00:00 5232 ნახვა

ბათუმში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით, ქალაქის ზღვისპირა ნაწილში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მამაკაცი უკრაინის მოქალაქეა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ მედიკოსებს ის უგონო მდგომარეობაში დახვდათ და პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარს შსს-ს პრესსამსახურში ამ დრომდე ვერ ადასტურებენ. მცდელობის მიუხედავად პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ამ დრომდე ვერ მოხერხდა კლინიკაშიც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი