უკრაინელი სამხედროების ოჯახის წევრებმა კიევში დემობილიზაციისა და სამხედრო სამსახურის ვადების დადგენის მოთხოვნით აქცია გამართეს

28 აპრილი 2024, 10:49 313 ნახვა

კიევის ცენტრში უკრაინელი ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა დემობილიზაციისა და სამხედრო სამსახურის ვადების დადგენის მოთხოვნით აქცია გამართეს. ამის შესახებ, ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დამოუკიდებლობის მაიდანზე ასამდე ადამიანი შეიკრიბა, ძირითადად, უკრაინელი სამხედროების ცოლები, რომლებიც დედაქალაქში სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ.

დემონსტრანტები მიიჩნევენ, რომ სამხედრო სამსახურის ვადების არარსებობა ნეგატიურად აისახება მობილიზაციაზე და სამხედროების მორალურ მდგომარეობაზე.

„ვითხოვთ კანონს დემობილიზაციის გონივრული ვადების დადგენის შესახებ“, „ჩემი ქმარი თქვენი მონა არ არის“, „წავიდა ნებაყოფლობით – მიიღო სამუდამო“ – ასეთი იყო წარწერები დემონსტრანტების პლაკატებზე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი