ქართული ოცნების შეკრებამდე ერთი დღით ადრე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს ოპოზიციური პარტიების ნაწილი უერთდება. ხელისუფლების ოპონენტები მიმართავენ მოქალაქეებს, რომ კვირას, კიდევ ერთხელ, მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა გააპროტესტონ გამჭვირვალობის შესახებ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტი. მთავარი გზავნილი უცვლელია- „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“.