ხარკოვში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 240 მეტრიანი სატელევიზიო ანძა დაზიანდა. ამის გამო უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში რუსული სარაკეტო და დრონებით თავდასხმის სამიზნეა, მაუწყებლობა შეფერხდა.
რეგიონის გუბერნატორის ოლეჰ სინეჰუბოვის განცხადებით, შეფერხდა ციფრული სატელევიზიო სიგნალი, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა, რადგან თანამშრომლები თავშესაფრებში იმყოფებოდნენ.
ხარკოვის პროკურატურის მონაცემებით, რუსეთმა საჰაერო თავდასხმის მიზნით ფრთოსანი რაკეტა გამოიყენა.