მიქაელ ბოტკოველი პატრიარქის მდივნის თანამდებობაზე დაბრუნდა. ინფორმაცია მედიას თავად დეკანოზმა დაუდასტურა. მიქაელ ბოტკოველმა პატრიარქის მდივნის თანამდებობა თებერვალში პროტესტის ნიშნად დატოვა. მიზეზად კი მაშინ მის მიმართ პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის განცხადება დაასახელა, რომელმაც პატრიარქის მდივანი სიცრუეში დაადანაშაულა.