“ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამის ფარგლებში, უსაფრთხო საცხოვრისი დამატებით 27-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა.
საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა ბათუმის იუსტიციის სახლში გაიმართა. წელს თითოეულ ეკომიგრანტ ოჯახზე აჭარის მთავრობამ დაფინანსების წილი 10 ათასი ლარით გაზარდა და 50 000 ლარი გახდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით საცხოვრებელს 120-მდე ეკომიგრანტი ოჯახი შეიძენს. პროგრამით უკვე ისარგებლა 45 ოჯახმა.
პროგრამას 2016 წლიდან ხორციელდება. მასში ჩართვა შეუძლიათ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ეკომიგრანტთა მუდმივად განახლებად ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა.